ბეჭდური მედია უკვე მთიანეთის სოფლებსაც მიეწოდება
ბეჭდური მედია უკვე მთიანეთის სოფლებსაც მიეწოდება
11:08 20.12.2012

„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ პრესის შეტანა მცხეთა-მთიანების იმ სოფლებშიც დაიწყო, სადაც აქამდე ბეჭდური მედია არ შედიოდა.


ჟურნალ-გაზეთები უკვე მიეწოდება ნატახტრის, არაგვისპირის, ციხისძირის, ცივწყაროს, არშას, სიონის მცხოვრებლებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია პრესას წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ, სამაჩაბლოდან დევნილებსაც აწვდის.

„ეს არის ნაწილი სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ საქართველოს რეგიონებში პრესის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ვახორციელებთ“, - ამბობს „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჯიქია.

ორგანიზაციას ბეჭდური მედია უკვე შეაქვს აჭარის, რაჭის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სოფლებში. იქაურ მცხოვრებლებს ჟურნალ გაზეთების მიღება ფასნამატის გარეშე შეუძლიათ.

 

ბეჭდვა