ზუგდიდში „სამედიცინო ცენტრის გაუმჯობესების პროექტის“ გახსნის ცერემონია გაიმართება
ზუგდიდში „სამედიცინო ცენტრის გაუმჯობესების პროექტის“ გახსნის ცერემონია გაიმართება
11:05 20.12.2012
ზუგდიდში დღეს, იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში დაფინანსებული „ზუგდიდის სამედიცინო ცენტრის გაუმჯობესების პროექტის“ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.
იაპონიის საელჩოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიას, იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ჰირო ტიკუნაგა, ცენტრალური და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტების, სასწავლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა არასამეწარმეო გაერთიანებების მიერ წარმოდგენილ შედარებით მცირე ზომის პროექტებს, რომელთა პირდაპირი მიზანი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ბეჭდვა