თსუ-ში ფილმის „უღმერთოთა ღამე“ პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში ფილმის „უღმერთოთა ღამე“ პრეზენტაცია გაიმართება
11:02 20.12.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სატელევიზიო ფილმის - „უღმერთოთა ღამე” პრეზენტაცია გაიმართება.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ არის გადაღებული და გასული საუკუნის 20-30-იან წლებში კომუნისტური ხელისუფლების მიერ რელიგიისა და კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ეხება.
უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ფილმში ნაჩვენებია კომუნისტური რეჟიმის მიერ სასულიერო პირთა და მორწმუნეთა დევნა, რეპრესიები და ანტირელიგიური პროპაგანდის მეთოდები. ფილმის მასალა საარქივო დოკუმენტებისა და იმდროინდელი პერიოდული გამოცემების მიხედვით აღდგენილ რეალურ ისტორიებს ასახავს.
პრეზენტაცია დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა