სარემონტო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს 11 - დან 16 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა ხეხილსანერგე მეურნეობის და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხებათ.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, 10 -დან 13 საათამდე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ აბაშიძის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები. ხოლო 10 - დან 14 საათამდე, ელექტრომომარაგება ჭიაურელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, კოსტავას (ნაწილობრივ), შიო მღვიმელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, დღესვე 10 - დან 14 საათამდე დენს წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებიც შეზღუდვით მიიღებენ, 10-დან 17 საათამდე კი, ენერგოშეზღუდვა ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხებათ.
