ფიფამ მსოფლიო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 481 ქულით 73-ე ადგილს იკავებს.
თემურ ქეცბაიას გუნდის მდგომარეობა ნოემბრის რეიტინგთან შედარებით რვა საფეხურით გაუარესდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლეულს რვა საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა. ამხანაგურ მატჩებში ალბანეთის და ლუქსემბურგის ნაკრებები დაამარცხა, ფრედ ითამაშა ეგვიპტესთან და დამარცხდა თურქეთთან,
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბელარუსთან შინ გამარჯვების შემდეგ 0:1 წააგო მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან, ფინეთში ფრედ ითამაშა, ბელარუსთან კი 0:2 დამარცხდა.
რაც სეეხება რეიტინგის სათავეს, მას დიდი უპირატესობით ლიდერობს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელსაც 1606 ქულა აქვს. ის მდევარ გერმანიას (1437) 169 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე არგენტინაა 1290 ქულით. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია კი 946 ქულით მე-18 ადგილზეა.
