საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა,
თბილისის სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრ მშობლებსა და მშობელთა კომიტეტის წევრებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ალუდა გოგლიჩიძემ შეხვედრაზე მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს სწორედ მშობელსა და სკოლას შორის არსებული თანამშრომლობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილემ გარკვეული რეკომენდაციები წარმოადგინა და მშობლების წინადადებებიც მოისმინა.
