საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია კიდევ შვიდმა კომპანიამ გაიარა
საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია კიდევ შვიდმა კომპანიამ გაიარა
16:34 19.12.2012
საქართელოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია კიდევ შვიდმა კომპანიამ გაიარა. აქედან საერთო ტელემაუწყებლობას 5 კომპანია, სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობას კი 2 ტელეკომპანია განახორციელებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საკაბელო ქსელის გამოყენებით საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია კომპანიებმა- ააიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შპს „მზერა ტივი“, შპს „ითეტვი“, შპს „ელკო ნავიგატორი“, შპს „რადიო იმედი“ გაიარა.
საკაბელო ქსელის გამოყენებით სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობას კი ორი ახალი მაუწყებელი, შპს „TV კვირიკე“, შპს „7 არხი“ შეემატა.
საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ კომპანიებს გეოგრაფიული არეალის მიხედვით შეზღუდვა არ უწესდებათ, ამიტომ მათ სამაუწყებლო სიგნალის გავრცელების საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ.


ბეჭდვა