სპორტისა სამინისტროსა და კომპანია „სალერს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სპორტისა სამინისტროსა და კომპანია „სალერს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
13:49 19.12.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ეკიპირების კომპანია "სალერს" შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი კომპანია "სალერის" ხელმძღვანელმა - რიხარდ სალერმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა მოაწერეს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, "სალერმა" პრეზენტაციაზე სათამაშო ფორმებითა და ბურთებით დააჯილდოვა ახალგორის ბავშვთა სახლის გუნდი. ასევე, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ჩატარდა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

გერმანული კომპანია "სალერი" უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობს. გერმანული ბრენდი ასოცირდება როგორც ფეხბურთთან, ასევე სპორტის სხვა სახეობებთანაც - რაგბთან, კალათბურთთან და ჭიდაობასთან.

"სალერის" ხელმძღვანელობამ ქართულ მხარესთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ კავკასიის რეგიონში "სალერის" პირველი სპორტული ცენტრი სწორედ თბილისში გახსნილიყო.

ბეჭდვა