საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია
საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია
12:19 19.12.2012
დიდთოვლობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.

აკრძალვები ვრცელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ასევე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით ხორციელდება.

ამ დროისთის გადაადგილება შეზღუდულია ტყიბული-ამბროლაურის გზის ნაქერალას მონაკვეთზეც, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.

მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე, ამ დროისთვის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ბეჭდვა