უნივერსიტეტი „ჰერეთის დღეებს“ მასპინძლობს
უნივერსიტეტი „ჰერეთის დღეებს“ მასპინძლობს
11:36 19.12.2012
„ახალგაზრდა ჰერელთა ასოციაციისა“ და„ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით, დღეს თსუ-ში ღონისძიება „ჰერეთის დღეები“ გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეცნიერო კონფერენცია - ჰერეთის (საინგილოს) ეთნოგრაფია, ისტორია,კულტურა, განათლება, თანამედროვეობა. ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰერეთის შესახებ
დაცული წიგნებისა და ფოტოალბომების გამოფენა გაიმართება.

„ჰერეთის დღეები“ 2005 წლიდან ტარდება. მისი მიზანი კი საქართველოში
აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ეთნოგრაფიულ-კულტურული რაკურსით წარმოჩენა და
ისტორიული მხარის - ჰერეთის სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციაა.

„ჰერეთის დღეები-2012“-ის ორგანიზებაში „ახალგაზრდა ჰერელთა ასოციაციასა“ და
„ჰერეთის ელექტრონულ ბიბლიოთეკას“ მხარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი უწევს.

ღონისძიებას, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე დაესწრება.

ბეჭდვა