წითელი ჯვარი გორში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
წითელი ჯვარი გორში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
10:37 19.12.2012
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალი, გორში ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილთა 19 ოჯახს, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს .
როგორც „ნიუსპრესს“ „წითელი ჯვრიდან“ აცნობეს, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წითელი ჯვრის-ის სათაო ოფისის წარმომადგენლები, მათ შორის მისი პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
დახმარების გადაცემა დღეს, 15 საატზე წითელი ჯვრის გორის ფილიალის ოფისში მისამართზე მოხდება.
სტიქიით დაზარალებულებს თბილი პლედები, ჰიგიენური ამანათები და ტანსაცმელი გადაეცემათ.

ბეჭდვა