51-ე სკოლაში პროგრამის „არჩევნები მოსწავლეთათვის“ საჩვენებელი ღონისძიება გაიმართება
51-ე სკოლაში პროგრამის „არჩევნები მოსწავლეთათვის“ საჩვენებელი ღონისძიება გაიმართება
10:33 19.12.2012
თბილისის 51–ე საჯარო სკოლაში, დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის შედგენილი სასწავლო პროგრამის „არჩევნები მოსწავლეთათვის“ პრაქტიკული – საჩვენებელი ღონისძიება ჩატარდება.
აღნიშნული სასწავლო პროგრამის შექმნა მიმდინარეობს ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში“ ფარგლებში და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ.
სასწავლო პროგრამის შექმნაზე ერთობლივად მუშაობენ საქართველოს, მოლდოვეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, განათლების სამინისტროს, სადამვკირვებლო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო განათლების სწავლების ექსპერტები.

ბეჭდვა