საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი პოეტ აკაკი ძიძილაშვილის საღამოს უმასპინძლებს
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი პოეტ აკაკი ძიძილაშვილის საღამოს უმასპინძლებს
10:30 19.12.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), დღეს, გორელი პოეტის, აკაკი ძიძილაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
საღამოს მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
შემოქმედებითი საღამო დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა