არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რადარამი,” დღეს ტონი ჯატის წიგნის ,,უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ გაიმართება.
ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, ესეისტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის
პროფესორი ტონი ჯატი ევროპის ისტორიის სპეციალისტი გახლდათ.
მისი წიგნი, ,,რადარამის” წიგნების სერიის მეხუთე წიგნია.
„არის რაღაც ძალზე არასწორი ჩვენ დღევანდელ ცხოვრების წესში“- ამ სიტყვებით იწყება ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსის წიგნი. ავტორი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც
დღევანდელი მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს წინაშე დგას.
ეს წიგნი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო
პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების
შესახებ.