თბილისის რიგ უბნებს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის რიგ უბნებს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:07 18.12.2012
ქვესადგურში "დიდი ნავთლუღი", სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 დეკემბერს 14 - დან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

შეზღუდვა, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ქაიროს, ჯავახეთის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ხვალვე 10 - დან 14 საათამდე ელექტრომომარაგება წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 -დან 18 საათამდე კი, რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ქვესადგურში "ცენტროლიტი",Gსარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 19 დეკემბერს 10 - დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ.

ბეჭდვა