საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვმა 65-ს მიაღწია
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვმა 65-ს მიაღწია
17:31 18.12.2012
ამ დროისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვმა 65-ს მიაღწია.
დირექტორობის მსურველთა რიცხვი, დღეს თითქმის გაორმაგდა.

კანდიდატების რეზიუმეების გათვალისწინებით, მსურველებს მეორე ეტაპისთვის, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შეარჩევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა 14 დეკემბერს დატოვა, მანამ კი, 7 ნოემბერს ორგანიზაციაში ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახური შევიდა.

ბეჭდვა