უშუს ფედერაციის პრეზიდენტად ლევან ბექაური აირჩიეს
უშუს ფედერაციის პრეზიდენტად ლევან ბექაური აირჩიეს
17:25 18.12.2012
საქართველოს უშუს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ ლევან ბექაური აირჩიეს.

საარჩვენო-საანგარიშო ყრილობა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

ფედერაციის პრეზიდენტობისათვის კენჭს 2 კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ლევან ბექაური და დავით ხვედელიანი იყრიდა.

დავით ხვედელიანმა ყრილობა მომხრეებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა და ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატებმა ლევან ბექაური ერთხმად აირჩიეს.

არჩევნებში 34 დელეგატი მონაწილეობდა.


ბეჭდვა