თბილისის მერია დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.  
ღონისიებები  25 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება, რომელიც რუსთაველი ს გამზირზე 18 საათზე  გაიმართება.
25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე კი მთაწმინდის პარკში, თოვლის პაპა და სანტაკლაუსი ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ.  ასევე პარკში ყოვედღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები.
25 დეკემბერსვე, 16 საათზე მეიდნის საახალწლო ფესტივალის გახსნა მოეწყობა, ამავდროულად კი კინოს მოედანზე ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება
26 დეკემბერს, 15 საათზე, ასევე კინოს მოედანზე თოჯინების საოპერო თეატრის სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ გაიმართება, ხოლო 27 დეკემბერს, იგივე ადგილზე, 18 საათზე თითების თეატრი გამართავს სპექტაკლს.
გარდა ამისა, 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, გლდანის პარკში ყინულის მოედანი მოეწყობა.
ამავე გლდანის პარკს 4 იანვარს თოვლის ბაბუა ესტუმრება, 10 იანვარს კი თოვლის ბაბუა, ტრადიციული საჩუქრებით მუშტაიდის პარკს ესტუმრება.
მერიის ინფორმაციით, ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       