კონსტანტინე სურგულაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს
კონსტანტინე სურგულაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს
12:18 18.12.2012
საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

დიასპორის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებში, ქართული წიგნების განყოფილებების შექმნას და დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებში ბიბლიოთეკების გახსნას.

ბეჭდვა