დევნილთათვის წყალტუბოში 35 ინდივიდუალური სახლი აშენდა
დევნილთათვის წყალტუბოში 35 ინდივიდუალური სახლი აშენდა
11:48 18.12.2012
იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 35 ინდივიდუალური სახლის აშენდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული სახლების გარე კომუნიკაციებთან მიერთება, საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, შიდა კვარტალური გზების ასფალტირება, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტს უნდა განეხორციელებინა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭიროა თანხა მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა. შესაბამისად, სამუშაოები რომ არ შეფერხებულიყო, დევნილთა სამინისტრომ შეამცირა საკუთარი ასიგნებები 190 000 ლარის ოდენობით და მთავრობის განკარგულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ჩაურიცხა, რის შედეგადაც, პროექტის დასრულება შესაძლებელი გახდა.

ბეჭდვა