ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 31 ქვეყნის  საკომუნიკაციო სექტორის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად, საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო. 
კვლევა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის საკომუნიკაციო სექტორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტთან შესაბამისობის შემოწმებას, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. ასევე, კვლევის მიზანი იყო,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემუშავებული ჰარმონიზებულ სამართლებრივ და მარეგულირებელ დირექტივებთან  საქართველოს და სხვა 30 ქვეყნის შესაბამისობის შესწავლაც. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2012 წლის კვლევის თანახმად საქართველო ამ კუთხითაც მაღალი შეფასება მიიღო. 
კვლევის პროცესში 31 ქვეყანა ოთხ ჯგუფად დაიყო. საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფში მოხვდა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)  ქვეყნების შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით განახორციელა: ურთიერთჩართვა და ქსელის ელემენტებთან დაშვება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების კონცეფციის არსებობა და რეგულაცია, კონკურენციის მექანიზმების უზრუნველყოფა, ბაზარზე დაშვება (სადენიანი და უსადენო ქსელში), დავების განხილვისა და გასაჩივრების პროცედურები, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა, უნივერსალური მომსახურება და მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა. 
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით საქართველომ რეგიონის სხვა 11 ქვეყანას შორის უმაღლესი შეფასება მიიღო. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, რუსეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, უკრაინა და ტაჯიკეთი. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       