გენდერული თანასწორობის საკითხებზე სემინარი გაიმართა
გენდერული თანასწორობის საკითხებზე სემინარი გაიმართა
18:07 08.03.2012
"საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირმა" გენდერული თანასწორობის საკითხებზე სემინარი ჩაატარა.
როგორც "ნიუსპრესს" კავშირიდან აცნობეს, სემინარი სახელწოდებით "გენდერული თანასწორობა ჩვენი წინსვლის საწინდარია" IFMSA-GEORGIA-სთან და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სემინარზე მედიკოსთა კავშირმა თანასწორობის საკითხებზე პრეზენტაცია მოაწყო.
შეხვედრაზე ქალთა უფლებებზეც იმსჯელეს.


ბეჭდვა