ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში, მიმდინარე ღონისძიებებს, დღეს, ჩინეთის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა სახელწოდებით ,,მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა~ გააგრძელებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია დღეს 19:30 საათზე, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება.
19 და 20 დეკემბერს კი, ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში, ჩინური თეატრის „გიანსუს“ წარმოდგენა ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება.
ჩინური კულტურის დღეები, საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება და ის როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთშიც აღინიშნება.
