საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პოეტ ნინო ჭინჭარაულის საღამო გაიმართება
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პოეტ ნინო ჭინჭარაულის საღამო გაიმართება
11:11 18.12.2012
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), დღეს 18:00 საათზე, ახალგაზრდა პოეტის, ნინო ჭინჭარაულის პოეზიის საღამო გაიმართება.

საღამოს პოეტი ერეკლე საღლიანი წარუძღვება, ხოლო მას მუსიკალურად „დები გოგოჭურები“, „დები ზვიადაურები“, და მირანდა მაისურაძე გააფორმებს.

საღამოს დაესწრებიან პოეტები და მწერლები. ღონისძიებაზე წაკითხული იქნება აგრეთვე ესპანელი პოეტების ლექსების ავტორისეული თარგმანები.

ბეჭდვა