„მწვანე ალტერნატივა“ თემაზე - „დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში“, დისკუსიას გამართავს
„მწვანე ალტერნატივა“ თემაზე - „დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში“, დისკუსიას გამართავს
10:44 18.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა,“ დღეს, სასტუმროში „ვერე პალასში,” თემაზე - „დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში - პრაქტიკა და გამოწვევები“, საჯარო დისკუსიას გამართავს.

„ მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები არიან მოწვეული.

„საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. ამჟამად დადებულია 40-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს შორის მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებზე. მშენებარე თუ დაგეგმილი ჰესების ნაწილი დერივაციული ტიპისაა, რაც ხშირად, ჰესების დაგეგმვისა და განხორციელების ნაკლოვანებების ფონზე, მნიშვნელოვან გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ხასიათის რისკებს ქმნის“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბეჭდვა