საქართველოს პარლამენტის შენობაში, დღეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში, რომელიც 1912 წელს დაარსდა და გამორჩეულია ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებითა და მცენარეული ენდემური სახეობებით.
ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია გარემოს დაცვის სამინისტროს წინასაახალწლო
აქცია, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრებს საჩუქრად ნაძვის ხის ნერგები გადაეცემათ.
