თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:38 18.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს 10 - დან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება პეკინის გამზირის, გოთუას, შარტავას, კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ვერეს და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 - დან 12 საათამდე კი, ენერგომომარაგება აეროპორტის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 10 - დან 17 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება გუდამაყრის ქუჩისა და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეუწყდებათ.

ბეჭდვა