დავით ბეჟუაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია
დავით ბეჟუაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია
17:46 17.12.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, დღეს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა - მოქმედი პრეზიდენტი დავით ბეჟუაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არჩევანი 51 დელეგატმა გააკეთა, საიდანაც 28 მხარი დავით ბეჟუაშვილს, ხოლო 23-მა კახი კახიაშვილს დაუჭირა.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძალოსნობის ფედერაციას კვლავ ბეჟუაშვილი უთავკაცებს.

ბეჭდვა