ხათუნა გოგალაძემ და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ხათუნა გოგალაძემ და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
17:32 17.12.2012
გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰაიკენმა, დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ“ მოაწერეს ხელი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში (Low Emission Development Strategies - EC-LEDS), აშშ-ს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყნების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებასა და ეკონომიკურ ზრდას სათბური გაზების შემცირების ფონზე.
მემორანდუმი თანამშრომლობის საფუძველი გახდება USAID-სა და საქართველოს მთავრობას შორის გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების საკითხებში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.


ბეჭდვა