საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა
16:31 17.12.2012
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვი უკვე 38-მდე გაიზარდა.

სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ, ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.

პირველი არხის ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია, თანამდებობიდან გასული კვირის ბოლოს გადადგა, მანამ კი, 7 ნოემბერს, არხზე ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.

ბეჭდვა