პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
13:39 17.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების დაფინანსების არსებული მოდელის ხარვეზებს და ახალი მექანიზმების ფორმირების საკითხი დაისვა.
შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტმა, რომელიც საქართველოში გერმანიის ტექნიკური დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით იმყოფება და პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების არსებული სისტემა შეისწავლა, საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.
სამინისტროს ინფორმაციითვე შეხვედრას სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების, სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომავალი წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით პროფესიული განათლების დაფინანსების ალტერნატიული გზების განხილვას გეგმავს.

ბეჭდვა