პოლიციისა და ჯარის მიმართ საზოგადოების განწყობა გაუარესდა
პოლიციისა და ჯარის მიმართ საზოგადოების განწყობა გაუარესდა
13:06 17.12.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, ნოემბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოების განწყობა ქართული არმიისა და პოლიციის მიმართ, 3 თვის განმავლობაში გაუარესდა.

ნოემბრის თვის მაჩვენებლის თანახმად, ქართულს ჯარს „ძალიან კარგად“ გამოკითხულთა 13 პროცენტი აფასებს, მაშინ როცა, ამავე წლის აგვისტროს თვეში, ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს შეადგენდა.

რაც შეეხება პოლიციას, ამავე კვლევის თანახმად, ნოემბრის თვეში, პოლიციის საქმიანობას „ძალიან კარგად“ გამოკითხულთა 9 პროცენტი აფასებდა. ეს მაჩვენებელი აგვისტოს თვეში 14 პროცენტი იყო.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

ბეჭდვა