საზოგადოებაში უწმინდესისადმი ნდობის რეიტინგი კვლავ ყველაზე მაღალია
საზოგადოებაში უწმინდესისადმი ნდობის რეიტინგი კვლავ ყველაზე მაღალია
12:24 17.12.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, ნოემბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში მოწონების ყველაზე დიდი მაჩვენებელი კვლავ უწმინდესს - ილია მეორეს აქვს და ეს მაჩვენებელი 93 პროცენტს შეადგენს.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, პატრიარქი გამოკითხულთა 91 პროცენტს მოსწონდა.

NDI -ს ბოლო კვლევის შედეგების მიხედვითვე, უწმინდესის შემდეგ, საზოგადოების მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბიძინა ივანიშვილს აქვს.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.


ბეჭდვა