საქართველოს რკინიგზა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
საქართველოს რკინიგზა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
11:54 17.12.2012
შობა-ახალწლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მოთხოვნად მარშრუტებზე, ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებით, დამატებითი მატარებლები დაინიშნა და სადღესასწაულო დღეებში, ამ მარშრუტებიდან თითოეულზე 3 მატარებელი იმოძრავებს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების ადგილების რაოდენობა დამატებით 44%-ით გაიზარდა (დამატებით 1900 ადგილი), რაც მთლიანად დააკმაყოფილებს აჭარის, გურიის და სამეგრელოს მიმართულებით მგზავრობის მსურველთა მოთხოვნებს და მათ სადღესასწაულო დღეებში შეფერხების გარეშე მგზავრობის საშუალებას მისცემთ.

ბილეთები დღეიდან გაიყიდება, ხოლო რეისები 25 დეკემბრიდან განხორციელდება.

ბეჭდვა