„თიბისი ბანკის“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება
„თიბისი ბანკის“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება
11:48 17.12.2012
„თიბისი ბანკის“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

„თიბისი ბანკის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბანკის სათაო ოფისში თემაზე - „20 წლისთავზე თიბისი ბანკის კაპიტალი 25 მილიონი ლარით, ხოლო საერთაშორისო საკრედიტო ხაზები 33 მილიონი ლარით იზრდება“ პრესკონფერენცია გაიმართება.

„თიბისი ბანკის“ საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის „20/12“ პრემიერა კინოთეატრებში „რუსთაველში“ და „ამირანში გაიმართება, ღია ცის ქვეშ კი, მოგვიანებით საზეიმო კონცერტი და ახალი ქანდაკების საზეიმო გახსნის შოუ გაიმართება.

ბეჭდვა