ხათუნა გოგალაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს
ხათუნა გოგალაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს
10:38 17.12.2012
გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰაიკენი, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში (Low Emission Development Strategies - EC-LEDS) აშშ-ს მთავრობა, ხელს უწყობს ქვეყნების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებასა და ეკონომიკურ ზრდას, სათბური გაზების შემცირების ფონზე.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დოკუმენტი, რომელსაც მინისტრი და მისიის ხელმძღვანელი ხელს მოაწერენ, გახდება თანამშრომლობის საფუძველი USAID-სა და საქართველოს მთავრობას შორის, გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების საკითხებში.

ბეჭდვა