არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", დღეს ევროპის სახლში ანტიკორუფციული კვირეულის დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართებს ახალი წიგნის "ვინ ფლობდა საქართველოს 2003 – 2012 წლებში " პრეზენტაცია.
„წიგნი, რომელიც ნოველის ფორმატშია დაწერილი, მოგვითხრობს იმ ბიზნესმენებისა და
კომპანიების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ ან ამ დრომდე
ფლობენ ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ტელემაუწყებლობა,
კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია,
ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.
წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან.
