შაშკინი მასწავლებელთა ტრენინგებს დაესწრო
შაშკინი მასწავლებელთა ტრენინგებს დაესწრო
16:42 08.03.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს დაესწრო.
დღევანდელი ტრენინგის თემატიკა ინგლისურ ენას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და პროფესიულ უნარებს მოიცავდა.
ტრენინგში, რომელიც მასწავლებლის სახლში გაიმართა, 100-მდე პედაგოგი მონაწილეობდა.


ბეჭდვა