"ქრისტიან-დემოკრატები" დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ
"ქრისტიან-დემოკრატები" დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ
13:31 14.12.2012
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრების განცხადებით, 2013 წლის თბილისის ბიუჯეტი, მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზეა მორგებული.
მისივე თქმით, მერიამ ოთხჯერ გაზარდა გამგეობების ფინანსური შესაძლებლობები, ამ გადაწყვეტილების მიზანი კი მაჟორიტარების როლის დაკნინება და შემცირება იქნება.
"ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გიგი უგულავას უწყებას გადაწყვეტილი აქვს თბილისის 2013 წლის ბიუჯეტი ნაციონალური მოძრაობის ახალ გამოწვევებს მოარგოს. გამგებლები იქნებიან მაჟორიტარების გამანეიტარლებელთა როლში, რადგან ამ ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, ისინი უპრეცედენტო რაოდენობის თანხის განმკარგავნი ხდებიან. ამასთან, რამდენიმე ათეული მილიონით იზრდება ამხანაგობების დაფინანსებაც. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა წლებში"- განაცხადა გაბუნიამ.

ბეჭდვა