ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტში“,
საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მიერ ჩატარებული ინოვაციური კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიების წარდგენა გაიმართა.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, კონკურსში INNO GEORGIA 5 კომპანიამ შპს ,,სიმბოლ სტუდიომ“, შპს ,,ბიო პროდუქტ კომპანიამ“, შპს ,,აბსომ“, შპს ,,უნისტილმა“ და შპს ,,ათინათმა“ გაიმარჯვა.
პროექტის ფარგლებში, თითოეულ გამარჯვებულ კომპანიას, წარმოდგენილი ინოვაციური პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრმა 20 ათას დოლარი გადასცა.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
