სტუდენტებს პარლამენტის ახალ შენობაში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ
სტუდენტებს პარლამენტის ახალ შენობაში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ
16:34 08.03.2012
ქუთაისელ სტუდენტებს პარლამენტის ახალ შენობაში სტაჟირების საშუალება ეძლევათ.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქუთაისელ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე პარლამენტი ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებთან სპეციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს. უნივერსიტეტისა და სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალგაზრდები პარლამენტის აპარატში დასაქმდებიან.
ბაქრაძე აზუსტებს, რომ ზაფხულში პარლამენტის აპარატში ვაკანსიები გამოცხადდება.

ბეჭდვა