კულტურის სამინისტროში თანამედროვე ქართველი მწერლების თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება
კულტურის სამინისტროში თანამედროვე ქართველი მწერლების თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება
10:23 14.12.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს, წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში, ოთხი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მოადგილე მარინე მიზანდარი, თარგმნილი ნაწარმოებების ავტორები, მწერლები და მოწვეული სტუმრები.

2010-2012 წლებში სამინისტროს მხარდაჭერით საზღვარგარეთ არა ერთი ქართველი ავტორის ნაწარმოების თარგმანი გამოიცა, რომელთა პრეზენტაციები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიმართა.

ბეჭდვა