ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ დღეს, უდიდესი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ,
რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლანგეითის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთი ხოსიტაშვილმა განუცხადა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის სამხედრო და საჰაერო ძალების არქივებიდან მოპოვებული ისტორიული და უნიკალური მასალა, ასევე ნაჩვენები იქნება რამაზ ბლუაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი თვითმფრინავის საქართველოში ჩამოყვანა, რის შესახებაც, ფილმის თრეილერში თავის აზრს აშშ-ის ერთ-ერთი კონგრესმენი გამოთქვამს.
პრეზენტაციაზე სტუმრის სტატუსით დაესწრებიან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის დეპუტატები და სხვა საპატიო სტუმრები.
