„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ორგანიზებით, დღეს თემაზე “წიგნი ინფორმაციულერაში” პირველი შეხვედრა-დისკუსია გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემლობების, ეროვნული ბიბლიოთეკის, ელექტრონული მაღაზიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
„თაობა კლუბი“ მიზნად ისახავს ინფორმაციული საზოგადოების წინაშე მდგარი
ახალი გამოწვევების, პრობლემებისა და შესაძლებლობების განხილვას, დისკუსიებს
ექსპერტების, კომპიუტერული ცენტრების თნამშრომელთა და სტუდენტების
მონაწილეობით.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ 2012 წლის 10 მაისს
ყვარელში დაფუძნდა.
საზოგადოების ინფორმაციით, სექტემბრის თვიდან საქართველოს 200 სოფელში გაიხსნა ცოდნის ცენტრები, სადაც ადგილობრივებს საშუალება აქვთ გაიღრმავონ კომპიუტერის ცოდნა, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეიძინონ კომპიუტერული უნარ-ჩვევები ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოსაყენებლად.
