გამოკითხულთა უმრავლესობა დედაქალაქში კომუნალური გადასახადების ვაუჩერის დარიგებას პოლიტიკური მოტივით ხსნის
გამოკითხულთა უმრავლესობა დედაქალაქში კომუნალური გადასახადების ვაუჩერის დარიგებას პოლიტიკური მოტივით ხსნის
18:20 13.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა, დედაქალაქში კომუნალური გადასახადების ვაუჩერების დარიგების პროგრამას, პოლიტიკური მოტივებით ხსნის.
კითხვაზე „რითაა განპირობებული თბილისის მერის ინიციატივა, მოსახლეობისთვის ვაუჩერის გადაცემის შესახებ,“ გამოკითხვაში მონაწილეთა 70,4 პროცენტმა უპასუხა, რომ ეს ქმედება პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული, 25,9 პროცენტი კი ამ ფაქტს მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით ხსნის.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 3,7 პროცენტს გაუჭირდა.


ბეჭდვა