ხანდაზმულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
ხანდაზმულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
16:03 08.03.2012
"კინოს სახლში" 8 მარტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე დღევანდელი დღე ხანდაზმულ ქალბატონებს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
"ლიბერთი ბანკმა" ხანდაზმულ ქალბატონებს საჩუქრები გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ალიანსი ჯანსაღი მომავლისათვის" კი - ისინი უფასო სამედიცინო გამოკვლევების პაკეტით დაასაჩუქრა.
8 მარტი ხანდაზმულ ქალბატონებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემაც მიულოცა.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
8 მარტისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზატორი "საქართველოს ხანდაზმულთა კავშირია".

ბეჭდვა