დედაქალაქის რიგი უბნები ხვალ ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ
დედაქალაქის რიგი უბნები ხვალ ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ
16:56 13.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო 14 დეკემბერს 11 - დან 16 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თევდორე მღვდლის, გორის და მიმდებარე ქუჩების, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ხვალვე, 10 - დან 16 საათამდე ელექტრომომარაგება ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 10 - დან 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება. შეზღუდვა გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.

10 - დან 17 საათამდე შეიზღუდება აგრეთვე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგებაც.

10 - დან 17 საათამდე კი ელექტროენერგია თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ბეჭდვა