მოქალაქისთვის პენსიის დანიშვნის პროცედურა მარტივდება.
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით პენსიის დანიშვნის ვალდებულება გაუქმდება. პენსიონერს უფლება ექნება მიმართოს "სოციალური მომსახურების სააგენტოს" ნებისმიერ ფილიალს.
ახალი კანონპროექტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების პროცესში შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვისა და ელექტრონული შეტყობინების გამოყენება.
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებებზე დეპუტატები პარლამენტის სესიაზე მომავალ კვირას იმსჯელებენ.
