სააქციო საზოგადოება „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით,
კომპანიის გენერალურ დირექტორად, საქართველოში „ინტერ რაო ეეს“–ის ჯგუფის გენერაციის ობიექტების ხელმძღვანელი, დევი კანდელაკი დაინიშნა.
დევი კანდელაკი 2000 წელს კომპანია „AES-მტკვარი“-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს ის კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა“–ს გენერალური დირექტორი გახდა. 2008 წლიდან დღემდე კი, კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკა“–ს, სს „ხრამი–1“ და სს „ხრამი–2“ გენერალური დირექტორი იყო.
