დედაქალაქის ნაწილი დღეს ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს
დედაქალაქის ნაწილი დღეს ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს
10:21 13.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო 13 დეკემბერს 10 - დან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება. ასევე, 11 - დან 12 საათამდე შეიზღუდება გუმათჰესის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლების, 11 - დან 13 საათამდე კი ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგება.

14 - დან 16 საათამდე კი შეზღუდვა საქნავთობის დასახლების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 10 - დან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება, გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

ბეჭდვა